ლილუაშვილის ოქრო - სამბისტთა 4 მედალი ევროპის თასზე
Aa
Aa

ლილუაშვილის ოქრო - სამბისტთა 4 მედალი ევროპის თასზე

სამბოში ევროპის თასიზე დავით ლორიაშვილმა (+98) მესამე ადგილი დაიკავა, მინდია ლილუაშვილმა (71 კგ.) კი თავის წონაში ყველას აჯობა, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ლილუაშვილმა სომეხ კარლენ მაჰინიანს 4:0 სძლია.

ტურნირის პირველ დღეს კიდევ ერთმა ქართველმა სამბისტმა მოიპოვა მედალი, გიორგი ზაქარიაძე +98 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ტურნირის პირველ დღეს ასევე იასპარეზეს დიმიტრი კობაურმა (88 კგ) და გიორგი ქავთარაძემ (+98 კგ), თუმცა უმედლოდ დარჩნენ.

აღნიშნულ ტურნირზე, ქალთა შორის, ელენე ქებაძემ, რომელიც +80 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის თასზე 13 თებერვალს გიორგი ნასყიდაშვილი (64 კგ.), ერეკლე ოძელაშვილი (79 კგ.), ომარი ნიაზაშვილი (79 კგ.), ბესარიონ ბერულავა (79 კგ.) და პაატა ღვინიაშვილი (98 კგ.) იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები