სპეციალური კვება და დღეში 2-ჯერ ვარჯიში - კლუბი ტრაორეთი გაოცებულია
Aa
Aa

სპეციალური კვება და დღეში 2-ჯერ ვარჯიში - კლუბი ტრაორეთი გაოცებულია

„ბარსელონაში“ ადამა ტრაორეს ვარჯიშითა და მისი ფორმით გაოცებულები არიან. ინფორმაციას Cadena Ser-ი ავრცელებს.

ორშაბათიდან ხუთშაბათამდე 26 წლის ფეხბურთელს დღეში ორჯერ ვარჯიშობს. ჯერ - საწვრთნელი პროცესი გუნდთან ერთად, შემდეგ - დღის მეორე ნახევარში - ინდივიდუალური მუშაობა.

ინდივიდუალურად, ტრაორე ასრულებს ფიზიკურად მაქსიმალურად დატვირთულ ვარჯიშს და მუშაობს ტრავმების პრევენციაზე. გარდა ფიზიკური აქტივობისა, ადამა ყურადღებით აქცევს კვებას. ის აკონტროლებს ყველაფერს, რასაც ჭამს. მენიუ ტრაორეზეა ადაპტირებული.

ადამა ბარსელონაში სხეულის ცხიმის საოცრად დაბალი პროცენტით ჩავიდა. წყაროს ცნობით, კლუბი გაკვირვებულია მოთამაშის ფიზიკური კონდიციითა და თამაშით.

როგორც მოგეხსენებათ, ადამამ „ტოტენჰემს“ კვირაში 120 ათას ფუნტზე უარი უთხრა და „ბარსელონაში“ დაბრუნებისთვის ხელფასი კვირაში 15 ათას ევრომდე შეიმცირა.

საკმაოდ კარგი სადებიუტო მატჩის შემდეგ, „ბარსელონამ“ ტრაორესთან მოლაპარაკებები გამართა და მასთან წინასწარი 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. თუ ფეხბურთელი მსგავსად გააგრძელებს და უფრო მოუმატებს, კლუბი მას „ვულვზიდან“ 30 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგუერო:
აგუერო: "გულში ჩიპი ჩამიდგეს, ღამით შუქის სხივებს ვისვრი, რკინის კაცი ვარ"