ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: ვინმე ეტყვის თოფურიას, რომ მაკგრეგორი არ არის?

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურია მასთან ჩხუბზე უარის თქმის გამო, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„ვინმე ეტყვის თოფურია, რომ კონორ მაკგრეგორი არ არის და მის გამო ყველა ჩემპიონები ცუდად გამოიყურებიან? ჩემპიონები მთავარ პრეტენდენტს უნდა ეჩხუბონ. ეს ბიჭი სერიოზულად ფიქრობს, რომ პრომოუშენში ყველაზე მაგარია. როგორ იქნება Pussy ესპანურად“?- დაწერა სომეხმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცარუკიანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ახლახან, ილიამ განაცხადა, რომ არ სურს, მისი მომდევნო მეტოქე არმანი იყოს და ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე მას ეჩხუბოს.

გეტყვით ასევე, რომ „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„50 წლის ჰენდერსონს ეჩხუბა“ | ბისპინგი ილიაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს
„50 წლის ჰენდერსონს ეჩხუბა“ | ბისპინგი ილიაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს