ხავი:
Aa
Aa

ხავი: "ბუფონს თასით ხელში სიამოვნებით ვიხილავდი"

ყატარული "ალ სადის" ვეტერანმა ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა, ჟურნალისტებთან საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"იუვენტუსი" ბრწყინვალე გუნდია და ახლაც ძალიან კარგ ფორმაშია. მათ ეს ყველაფერი თუნდაც "ბარსელონასთან" დაამტკიცეს.

ვიცი, რომ ბუფონს "ჩემპიონთა ლიგა" არასდროს მოუგია. მან ეს ტიტული დაიმსახურა და გამიხარდება თუ მას თასით ხელში ვნახავ". - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, თითქოს ყატარის ფეხბურთის ფედერაციას, ხავი ნაკრების მთავარ მწვრთნელად, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები