Aa
Aa

"ბარსელონა" ბოლო ტურში სპეციალური მაისურებით ითამაშებს

კვირას, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში, "ბარსელონა" ბასკურ "ეიბარს" უმასპინძლებს.

კატალონიურმა გრანდმა თავისი პირველი "ჩემპიონთა თასი" 25 წლის წინ, 1992 წლის 20 მაისს მოიგო და "ეიბართან" მატჩისთვის განკუთვნილი მაისურების დიზაინი სწორედ ამ თარიღს მიეძღვნება.

1991-1992 წლების სეზონის "ჩემპიონთა თასის" ფინალში, "ბარსელონამ" იტალიური "სამპდორია", რონალდ კუმანის დამატებით დროში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები