წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - სპორტული მედიის რჩეული კვარაცხელიაა
Aa
Aa

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - სპორტული მედიის რჩეული კვარაცხელიაა

2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ყაზანის რუბინისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. გამოკითხვა სპორტული ჟურნალისტებს შორის შედგა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, საუკეთესო ხუთეული ასეთია:

1. ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი): 55 ქულა
2. ლაშა ბექაური (ძიუდო):38 ქულა
3. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო):  35 ქულა
4. ილია სულამანიძე (ძიუდო): 29 ქულა
5. ნათია გადელია (ძალოსნობა): 25 ქულა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელიას დებიუტი ჯერ კიდევ ვლადიმირ ვაისის მუშაობის პერიოდში, 2019 წელს, გიბრალტარის წინააღმდეგ შედგა. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და ჩვენი ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა (3-0).

ამ დრომდე 20 წლის კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების ფორმა 12 შეხვედრაში მოირგო და 5 გოლი გაიტანა, ოფიციალური მატჩების გათვალისწინებით კი სანაკრებო წელი შესანიშნავ ნოტაზე დახურა -  2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0). დუბლი სწორედ ხვიჩას ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ქართველები მარცხზე არ დარდობენ, მწვრთნელის მოთხოვნები ალოგიკურია
,,ქართველები მარცხზე არ დარდობენ, მწვრთნელის მოთხოვნები ალოგიკურია" - ხორვატი ლეგიონერი