RMC Sport: ზაფხულში პსჟ ტოპ-ფეხბურთელებით გაძლიერდება
Aa
Aa

RMC Sport: ზაფხულში პსჟ ტოპ-ფეხბურთელებით გაძლიერდება

„პარი სენ-ჟერმენი“ ზეაქტიური სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება. ასეთ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა RMC Sport-ის ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი ავრცელებს.

მისი განცხადებით, პარიზული კლუბი ტოპ-დონის ფეხბურთელების დამატებას გეგმავს.

„ჩემი აზრით, პსჟ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ეს შეიძლება იყოს ისეთივე სატრანსფერო ფანჯარა, როგორც 2022 და 2023 წლებში იყო. გუნდი ტოპფეხბურთელებით გაძლიერდება“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის წინ ლუის ენრიკეს გუნდმა „ბორნმუთის“ მცველი ილია ზაბარნი, „ლილის“ მეკარე ლიუკა შევალიე და „რომას“ მეკარე რენატო მარინი დაიმატა.

რაც შეეხება ჰოუკინსის მიერ ნახსენებ წლებს, 2022 წელს პარიზელებმა ვიტინია, ნუნუ მენდეში, ფაბიან რუისი, კარლოს სოლერი, რენატო სანჩეში, ნორდი მუკიელე და უგო ეკიტიკე, ხოლო 2023 წელს რანდალ კოლო მუანი, გონსალო რამუში, მანუელ უგარტე, უსმან დემბელე, ლიუკა ჰერნანდესი, ბრედლი ბარკოლა, კანგინ ლი, ლუკას ბერალდო და ჩავი სიმონსი დაიმატეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შურისძიების განზრახვით არ ვართ“ | ლუის ენრიკემ ჩელსისა და ლიგა 1-ზე ისაუბრა
„შურისძიების განზრახვით არ ვართ“ | ლუის ენრიკემ ჩელსისა და ლიგა 1-ზე ისაუბრა