გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები წილისყრის შემდეგ | ქართველთა კლუბები Opta-ს რეიტინგში

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის მიერ ჩატარებული სიმულაციების შედეგები გაგვიზიარა. ავტორიტეტული სტატისტიკური სააგენტო ტურნირის მთავარ ფავორიტად „არსენალს“ (ჩემპიონობის 27.4-პროცენტიანი შანსი) ასახელებს, მეორე და მესამე ადგილებს კი „ბაიერნი“ (14.3%) და „ლივერპული“ (12.8%) იკავებენ.

გიორგი მამარდაშვილის გუნდი მერვედფინალში „გალათასარაის“ ხვდება. „წითლების“ მომდევნო ეტაპზე გასვლის ალბათობა 82.3 პროცენტია. იმის შანსი, რომ მერსისაიდელები ნახევარფინალში გავლენ, 43.8 პროცენტია, ფინალში — 27.2%, ჩემპიონობა კი — 12.8%.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მერვე ადგილზეა. ლუის ენრიკეს გუნდს „მანჩესტერ სიტი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“ და „ნიუკასლი“ უსწრებენ. „პარი სენ-ჟერმენი“ მერვედფინალში „ჩელსის“ დაუპირისპირდება. „კვარას“ გუნდის მეოთხედფინალში გასვლის ალბათობა 46.7 პროცენტად ფასდება. პარიზელებს ნახევარფინალში გასვლის 29.4-პროცენტიანი შანსი აქვთ, ფინალში — 10%, ხოლო ჩემპიონობა 4.6 პროცენტით ფასდება.

„პარი სენ-ჟერმენის“ შემდეგ „რეალი“ მოდის (2.8 პროცენტი), ხოლო მეათე ადგილს გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ იკავებს — 2.7 პროცენტი. „ლომები“ „ბოდო/გლიმტით“ იწყებენ და მომდევნო ეტაპზე გასვლის 64-პროცენტიანი შანსი აქვთ. რაც შეეხება ნახევარფინალსა და ფინალს, „სპორტინგის“ ამ ორ ეტაპზე მოხვედრის ალბათობა 23.9 და 8.5 პროცენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შურისძიების განზრახვით არ ვართ“ | ლუის ენრიკემ ჩელსისა და ლიგა 1-ზე ისაუბრა
„შურისძიების განზრახვით არ ვართ“ | ლუის ენრიკემ ჩელსისა და ლიგა 1-ზე ისაუბრა