ლუის ენრიკე
Aa
Aa

„შურისძიების განზრახვით არ ვართ“ | ლუის ენრიკემ ჩელსისა და ლიგა 1-ზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგებს გამოეხმაურა და „ჩელსიზე“ ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი მერვედფინალში დაუპირისპირდება.

„როგორც ყოველთვის, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ რთული მეტოქე შეგვხვდა — სხვას არც არაფერს ველოდით. ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესო იქნება. ჩელსის კარგად ვიცნობთ, თუმცა შურისძიების განზრახვით არ ვართ (მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსიმ პსჟ დაამარცხა), რადგან ეს საერთოდ სხვა ტურნირია. რთული გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ამას შეგუებულნი ვართ. პარი სენ-ჟერმენი მოქმედი ჩემპიონია და პრობლემა ჩვენს მეტოქეებს აქვთ, რადგან მათ პსჟ-ის წინააღმდეგ უწევთ თამაში.

გვიხარია, რომ წილისყრაში მონაწილეობა მივიღეთ — ეს ნიშნავს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი და პლეიოფი გადავლახეთ და ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება. შარშანდელისგან განსხვავებულ ვითარებაში ვართ. გასულ სეზონში არავის ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვეძლო, ახლა კი სხვა სცენარის წინაშე ვართ, რადგან ყველამ იცის, რომ ტურნირის მოგება შეგვიძლია.

თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ამის რესურსი გვაქვს. ოპტიმიზმის საფუძველს გუნდის უნარი მაძლევს, რომ სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტაცია გაიაროს და მათ გაუმკლავდეს. რაც შეეხება ლიგა 1-ს, მთავარი განსხვავება ისაა, რომ ლანსი სხვა გუნდებზე ბევრად უკეთესად თამაშობს. საოცარი სეზონი აქვთ, თუმცა ჩვენც თითქმის იმავე დონეზე ვართ. ლანსის მსგავსი კონკურენტის ყოლა დამატებითი მოტივაციაა. ჩემპიონატის მოგება მარტივი არ იქნება და ვნახოთ, ლანსი სტრასბურგთან როგორ ითამაშებს.“

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ ადგილზე იმყოფება და 54 ქულა აქვს. პსჟ „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩი 28 თებერვალს, „ლე ავრის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყბას კიდევ ერთხელ მოგამტვრევ, არაფრად ვარგიხარ“ - ილია ჯეიკ პოლს
„ყბას კიდევ ერთხელ მოგამტვრევ, არაფრად ვარგიხარ“ - ილია ჯეიკ პოლს