გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„მამარდაშვილს შეუძლია ნომერ პირველი იყოს“ | სლოტი ლივერპულის მეკარეებზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა „ვესტ ჰემთან“ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელ სპეციალისტს ალისონსა და გიორგი მამარდაშვილზე ჰკითხეს და „წითლების“ დამრიგებელმა ორივე ფეხბურთელი შეაქო.

„იდეალურ სამყაროში დაცვას უმაღლეს დონეზე თამაშობ და არ გჭირდება მეკარე, რომელიც მნიშვნელოვან მომენტებში ბურთებს მოიგერიებს. ლივერპულისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ თუ მეკარის თამაშში ჩართვა გახდება საჭირო, ალისონის სახით გამორჩეული გოლკიპერი გვყავს. იგი შვიდი წელია ლივერპულში თამაშობს და შვიდი წლის წინ შედგა მისი მერსისაიდული დებიუტი.

ბრწყინვალე ამბავი ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი კარგი მეკარე არ გვყავს. ალისონის გარდა, ლივერპულში გიორგი მამარდაშვილიც თამაშობს, რომელსაც შეუძლია, პირველი ნომერი იყოს. გოლკიპერების მხრივ ეს კლუბი ძალიან კარგ მდგომარეობაში იმყოფება. წლებია ასეა, რადგან მამარდაშვილის მოსვლამდე კაოიმინ კელეჰერი გვყავდა. თუმცა ალისონი ყოველთვის ნომერ პირველი იყო და ეს იდეალურად აღწერს, რამდენად მაღალი დონის მეკარეა.“

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მამარდა“ იჯარის წესით წასვლის ვარიანტს განიხილავს. გიორგის სტაბილური სათამაშო დრო და განვითარების გაგრძელება სურს და აპირებს, ზაფხულში კლუბს განათხოვრების თხოვნით მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხზე ვერ ვდგებოდი, ვიჯექი და ასე ვვარჯიშობდი“ | ილიას უცნობი ისტორია
„ფეხზე ვერ ვდგებოდი, ვიჯექი და ასე ვვარჯიშობდი“ | ილიას უცნობი ისტორია