ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამან დიდი მოტივაცია მოგვცა...“ - ხვიჩა მონაკოსთან გამარჯვების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 5:4 გაიმარჯვა და 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

პარიზელთა მხრიდან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც 66-ე წუთზე დამატებაზე შეძლო „მონაკოს“ კარის აღება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა განვლილი მატჩი ადგილობრივ მედიასთან შეაჯამა.

რა თქვა ხვიჩამ:

„ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. გოლის გაშვებამდე ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მონაკო შეტევაში ძლიერი გუნდია და კონტრ-შეტევებზე კარგად ითამაშეს. სახიფათოები იყვნენ და გოლი გაიტანეს. თუმცა, ვფიქრობ მეორე ტაიმში კარგად დავბრუნდით. გოლი შესვენებამდე გავუშვით და მის შემდეგ, დაბრუნება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში კარგი სამუშაო გავწიეთ.“

„ვფიქრობდით, თუ არა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდებოდა? ვიცით, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და მონაკო ბრწყინვალე გუნდია. როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ძალიან კარგად თამაშობდნენ. ამიტომ, ყველაფერი შესაძლებელი იყო. გოლის გაშვების მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ, მაგრამ მწვრთნელი გასახდელში გვესაუბრა და ამის შემდეგ, მოედანზე დიდი მოტივაციით გამოვედით.“

„დაცვითი შეცდომები? როგორც გითხარით, მონაკო ბრწყინვალე გუნდია და ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ გოლების გატანა. დიახ, გოლები გავუშვით, მაგრამ ამ დუელში მეორედ შევძელით თამაშში დაბრუნება და საბოლოოდ, გამარჯვება.“

„ჩელსი თუ ბარსელონა? ორივე დიდებული გუნდია და ორივესთან სათამაშოდ მზად ვართ. ვნახოთ, რომელი იქნება მზად ჩვენთან სათამაშოდ.

 

ხვიჩასთვის, ეს გოლი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 იყო. ამასთან, ქართველმა შემტევმა 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ლიგა 1-ში მის ანგარიშზე კი ასევე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლით პსჟ-ს კომფორტული მდგომარეობა შეუქმნა“ - ფრანგული პრესა ხვიჩაზე
„გოლით პსჟ-ს კომფორტული მდგომარეობა შეუქმნა“ - ფრანგული პრესა ხვიჩაზე