ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გოლით პსჟ-ს კომფორტული მდგომარეობა შეუქმნა“ - ფრანგული პრესა ხვიჩაზე

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია - ლუის ენრიკეს გუნდმა ორმატჩიანი დაპირისპირების ფარგლებში „მონაკო“ 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. საპასუხო მატჩში (2:2) პარიზელთა ერთ-ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ფრანგულმა პრესამ კი ქართველი ფეხბურთელის თამაში ასე შეაფასა:

Maxifoot: მონაკოს მცველ ვოუტ ფაესს პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში პირველ ტაიმში რეალური ხიფათი ვერ შექმნა. მეორე ტაიმში საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ანგარიში 2:1 გახადა, რითაც პსჟ-ს კომფორტული მდგომარეობა შეუქმნა.

FootMercato: პარიზელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ქართველი წარმატებას ვერ აღწევდა, თუმცა დიდი წვლილი შეჰქონდა პსჟ-ს დაბალანსებულ თამაშში და პროდუქტიული იყო დაცვაში.

L'Equipe: 66-ე წუთზე კაიო ენრიკეზე სწრაფად მოახდინა რეაგირება და პსჟ დააწინაურა. ხშირად კარგავდა ბურთს და პოზიტიური მომენტების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის.

Le Parisien: განსაკუთრებულ ფეხბურთელს, როგორც მას მატჩის წინ ლუის ენრიკემ უწოდა, პირველ ტაიმში საკუთარი უნარების ჩვენება უჭირდა. 44-ე წუთზე კარგი პასი გაუკეთა ზაირ-ემერის. მეორე ტაიმში ხვიჩა უკეთ ათამაშდა და პსჟ დააწინაურა, როცა ჰაკიმის დარტყმის შემდეგ დამატებაზე ყველას დაასწრო.

90min.com: 65 წუთის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, მაგრამ პსჟ წინ გაიყვანა და ეს გოლი არადამაჯერებელი თამაშის კომპენსაციად შეიძლება ჩაითვალოს.

აქვე გეტყვით, რომ 1/8 ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ ან „ბარსელონას“ შეხვდება - წილისყრა ხვალ, 27 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვისიამოვნე თუ არა საღამოთი? ეს მზაკვრული კითხვაა?“ - ენრიკე მატჩის შემდეგ
„ვისიამოვნე თუ არა საღამოთი? ეს მზაკვრული კითხვაა?“ - ენრიკე მატჩის შემდეგ