გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

იჯარით წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილზე

ბრიტანულმა გამოცემა TeamTalk-მა გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტული ჟურნალისტი, გრემ ბეილი, წერს, რომ „მამარდა“ „ლივერპულიდან“ იჯარის წესით წასვლას სერიოზულად განიხილავს და არსებობს შანსი, რომ ზაფხულში კლუბს ამ თემაზე მიმართოს.

„TeamTalk იუწყება, რომ გიორგი მამარდაშვილი სერიოზულად განიხილავს, მომდევნო სეზონისთვის იჯარის წესით წასვლა მოითხოვოს, რათა მუდმივი სათამაშო დრო ჰქონდეს და განვითარება გააგრძელოს. კლუბს ამ საკითხთან და მამარდაშვილის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს.

ქართველი გიგანტი სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებულია საკუთარი როლით და ცვლილებებზე ფიქრობს. ლივერპული მას გრძელვადიანი გეგმების ნაწილად მოიაზრებს. თუმცა, თუ შესაფერისი შესაძლებლობა წარმოიქმნება, ენფილდიდან წასვლის ალბათობა გაჩნდება“, — აცხადებს TeamTalk-ის ჟურნალისტი.

„ლივერპულის“ ნომერ პირველი მეკარე ალისონია და მამარდაშვილს სათამაშო დრო არ ეძლევა. ინგლისური პრესის ცნობით, ბრაზილიელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, თუმცა მისი ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. TeamTalk-ი აცხადებს, რომ ალისონი ამ უფლების გამოყენებას გეგმავს და „ლივერპულს“ ეს უკვე შეატყობინა.

ალისონის დარჩენის შემთხვევაში, მამარდაშვილს მომდევნო სეზონშიც მცირე დრო ექნება, რაც გიორგის ნამდვილად არ ხიბლავს. ქართველი მეკარე ცვლილებებზე დააფიქრა ასევე იმან, რომ არნე სლოტმა „ბრაიტონთან“ გამართულ სათასო შეხვედრაში მას სათამაშო დრო არ მისცა და ალისონი დააყენა. არადა, წინა სათასო მატჩებში „მამარდა“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას აღიარება | ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში
კვარას აღიარება | ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში