ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას აღიარება | ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მეორე კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „კვარამ“ „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართულ განმეორებით მატჩში შეუცვლელად ითამაშა და 66-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

„მონაკოსთან პარი სენ-ჟერმენის მეორე გოლის გატანის გარდა, კვარაცხელიამ ბურთი წინ 422 მეტრით წაიღო, რაც მარცხენა გარემარბებსა და შემტევებს შორის, მთელ ტურში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ხვიჩამ მეტოქის ნახევარზე 33 გადაცემა შეასრულა და 93%-იანი სიზუსტე აჩვენა,“ - წერს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელის გარდა, სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ: იან ობლაკი, დავიდე ძაპაკოსტა, ოდი ბიორტუფტი, ედმონ ტაპსობა, უესტონ მაკკინი, ორელიენ ჩუამენი, სანდრო ტონალი, იენს პიტერ ჰაუგე, ალექსანდრ სორლოტი და ვიქტორ ოსიმენი. ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ერთადერთი წარმომადგენელია სიმბოლურ ნაკრებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია, უნდა მივცეთ საშუალება იბრწყინოს“ | ედ სტილი ჩაკვეზე
„შესანიშნავი ფეხბურთელია, უნდა მივცეთ საშუალება იბრწყინოს“ | ედ სტილი ჩაკვეზე