გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, ედ სტილი
Aa
Aa

„შესანიშნავი ფეხბურთელია, უნდა მივცეთ საშუალება იბრწყინოს“ | ედ სტილი ჩაკვეზე

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედ სტილმა, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „კრაზანების“ დამრიგებელმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვა: „გასულ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე შესანიშნავი იყო. მან რთული ტრავმა მიიღო და დაბრუნების შემდეგ იმავე დონეზე ვერ თამაშობს. ფიქრობთ, რომ მას შეუძლია გასული სეზონის დონეს დაუბრუნდეს?“

„რა თქმა უნდა! ამაში ეჭვი არ მეპარება. გიორგი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. გუშინ დეტალური განხილვა გვქონდა. ჩემზეა დამოკიდებული და ჩემი მოვალეობაა, ვიპოვო საუკეთესო გზა, რათა თამაშის გაუმჯობესების გარდა, მან თავისი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოს. ეს მას საშუალებას მისცემს, კვლავ იბრწყინოს და აჩვენოს, რამდენად მაგარი ფეხბურთელია. ჩაკვეტაძე გასულ სეზონში სწორედ ამას აკეთებდა და ჩემპიონშიფის ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერი იყო.

მას ბალანსის პოვნა სჭირდება. გიორგი უნდა დავტოვოთ იმ ზონებში, სადაც კაშკაშის საშუალება ექნება, თუმცა ჯერჯერობით ეს სრულყოფილად არ გამომდის. ბოლო მატჩებში სხვა ფეხბურთელებმაც აჩვენეს პროგრესი და პოზიტიური ნიშნები. გიორგიც ერთ-ერთი მათგანია — ის პროცესს გადის, მუშაობის ეტაპზეა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საუკეთესო პირობებში აღმოჩნდეს და კვლავ იბრწყინოს.

ჩაკვეტაძეს ხშირად ვესაუბრები და მაქსიმალურად ვუსმენ. ვცდილობ, ვიპოვო ბალანსი გიორგისა და მის გარშემო მყოფ ფეხბურთელებს შორის, რადგან ვიცით: როცა ჩაკვეტაძე საუკეთესო ფორმაშია, მისი თანაგუნდელებიც უკეთ თამაშობენ და გუნდიც უფრო უკეთესია.“

„უოტფორდის“ მომდევნო მეტოქე ბრისტოლ სიტი“ იქნება, რომელსაც სტილის გუნდი სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამან დიდი მოტივაცია მოგვცა...“ - ხვიჩა მონაკოსთან გამარჯვების შემდეგ
„ამან დიდი მოტივაცია მოგვცა...“ - ხვიჩა მონაკოსთან გამარჯვების შემდეგ