სანდრო მამუკელაშვილი, იანის ანტეტოკოუნმპო, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

„იანისი ფიზიკურად უფრო ძლიერია, ვემბი კი...“ - მამუმ ანტეტოკუნმპო და ვემბანიამა შეადარა

„ტორონტო რეპტორსის“ ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, ამერიკულ მედიასთან ყოფილი თანაგუნდელები — იანის ანტეტოკუნმპო და ვიქტორ ვემბანიამა შეადარა ერთმანეთს.

რას ამბობს „მამუ“:

„ვიტყოდი, რომ იანისი უფრო მეტად ფიზიკურად არის ძლიერი. ის ქულებს, ძირითადად, საჯარიმოში, ძალისმიერი თამაშით აგროვებს. ვემბანიამა კი უფრო მრავალფეროვანია. მას საოცრად შეუძლია სროლა, ორივე ხელს იყენებს და საშუალო დისტანციიდანაც ზუსტია“.

სანდრო მამუკელაშვილი თავის ყოფილ გუნდს, „სან ანტონიო სპურსს“, დღეს გამთენიას დაუპირისპირდა და 107:110 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14 წუთი გაატარა და 2 ქულა დააგროვა. ამავე მატჩში ითამაშა ვიქტორ ვემბანიამამაც, რომელმაც 29 წუთში 12 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი „ტორონტოში“ სწორედ „სან ანტონიოდან“ გადავიდა, მანამდე კი „მილუოკი ბაქსში“ იანის ანტეტოკუნმპოსთან ერთად თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯი-თოფურია? ვინც არ უნდა მოიგოს, მე კარგ პოზიციაში ვარ“ - ჰოლოუეი
„გეიჯი-თოფურია? ვინც არ უნდა მოიგოს, მე კარგ პოზიციაში ვარ“ - ჰოლოუეი