გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

„მეკარე 35 მილიონად ვიყიდეთ და იშვიათად თამაშობს“ | არნე სლოტი ტრანსფერებზე

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მერსისაიდელთა სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. ზაფხულში, „წითლებმა“ ტრანსფერებზე 450 მილიონი ევრო დახარჯეს და ნიდერლანდელმა სპეციალისტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ვიცი, რომ ზაფხულში ბევრი ფული დავხარჯეთ, მაგრამ არავის ესმის, რომ როდესაც პრემიერ ლიგის სხვა გუნდები ფეხბურთელებს იმატებდნენ და შემადგენლობას აძლიერებდნენ, ჩვენ გუნდიდან წასული მოთამაშეების ჩანაცვლებას ვცდილობდით.

450 მილიონი ევროდან, რომელიც დავხარჯეთ, მხოლოდ 250-ის გამოყენება შემიძლია. ალექსანდრ ისაკი ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში ჯერ არ ყოფილა, ჯოვანი ლეონი მთელი სეზონი ვერ ითამაშებს, ფრიმპონგმა თამაშზე გავლენა მხოლოდ 5-6 შეხვედრაში მოახდინა. მეორე მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ ვიყიდეთ და იშვიათად თამაშობს.

ასე რომ, დახარჯული 450 მილიონიდან 250-იც კი რ გამოგვიყენებია. ეს მაშინ, როდესაც ჩვენმა კონკურენტებმა შემადგენლობის გაძლიერებაზე და არა ფეხბურთელთა ჩანაცვლებაზე, 200, 300 და 400 მილიონები დახარჯეს.“

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 11 შეხვედრაში მიიღო. გიორგიმ პრემიერ ლიგის 5 მატჩში 10 გოლი გაუშვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ­— 5.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია, უნდა მივცეთ საშუალება იბრწყინოს“ | ედ სტილი ჩაკვეზე
„შესანიშნავი ფეხბურთელია, უნდა მივცეთ საშუალება იბრწყინოს“ | ედ სტილი ჩაკვეზე