ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: ჩემი გუნდის მჯერა, კარგ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ განმეორებითი მატჩის მოლოდინები გააზიარა.

მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა „მეტროპოლიტანოზე“ ხვალ გაიმართება. პირველ მატჩში „ატლეტიკომ“ 2:0 გაიმარჯვა.

რა თქვა ფლიკმა:

„უპირველეს ყოვლისა, პირველი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ. კარგ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და არა შედეგზე, რადგან როცა კარგად ვთამაშობთ, გოლების გატანაც შეგვიძლია. მგონია, რომ ეს მატჩი წინა შეხვედრებს არ დაემსგავსება, რადგან სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იქნება. გულშემატკივრებმა იციან, რა სჭირდებათ“.

„ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა და მწამს, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია — რატომაც არა? სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები. ვიცი, რომ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ვთამაშობთ, სადაც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. დაცვაში საიმედოდ უნდა ვიდგეთ, მაგრამ შეტევაშიც გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ, პრესინგს მივმართოთ და ყოველი შანსი გამოვიყენოთ. ბოლო მატჩს თუ გადავხედავთ, შესაძლოა სწორედ ეს იყო დიდი სხვაობა ჩვენსა და მეტოქეს შორის. იმედი მაქვს, ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება და ამ შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები“.

„ლამინი ბოლო მატჩებში ძალიან კარგი იყო. მისით კმაყოფილი ვარ და ვეუბნები, რომ ასე გააგრძელოს. ის ერთ-ერთი საუკეთესოა ერთი-ერთზე თამაშში. გუნდურად უნდა ვითამაშოთ, ეს მთავარია. ინდივიდუალურ გამოსვლებზე აღარ ვნერვიულობ. ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე გვყავს, თუმცა მეტოქესაც არ აკლია. როგორც ვთქვი, მატჩებში ბევრს მომენტები წყვეტს და იმედი მაქვს, ხვალ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ჩვენ გვინდა“.

„მენტალიტეტი და დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. ვინც ჩემს გუნდს უყურებს, იცის, რომ ფანებსა და მოთამაშეებს შორის წარმოუდგენელი კავშირია. ეს აჩვენებს ფეხბურთელებს, თუ რა პატივისცემით ეპყრობიან მათ ბოლო წელიწადნახევრის გამოსვლების გამო, რაც გუნდზე დადებითად აისახება. ხვალ თითოეული პოზიტიური ასპექტი მნიშვნელოვანი იქნება. უნდა გვჯეროდეს, რომ ამას შევძლებთ. როგორც წესი, „ატლეტიკოსთან“ უკეთესად ვთამაშობთ“, — განაცხადა ფლიკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებს“ - მენეზი და პასტორე ხვიჩაზე
„მისი თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებს“ - მენეზი და პასტორე ხვიჩაზე