ირის ანტმანი
Aa
Aa

„ჩვენი გუნდის მსგავსის სტილი აქვთ“ | ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების გუნდისთვის ემზადება

ივნისის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას ქალთა ეროვნული გუნდი ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართავს. 

5 ივნისს, ირის ანტმანის გუნდი მეტოქეს დავით პეტრიაშვილი არენაზე უმასპინძლებს. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. 

მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა - ნათია დანელიამ და ლიზი მწყერაშვილმა ისაუბრეს. 

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ფარერის კუნძულების ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მათ ჩვენი გუნდის მსგავსის სტილი აქვთ. სამწუხაროდ, წინა შეხვედრა ბოლო წუთებზე დავთმეთ, თუმცა გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა.

ამჯერად სახლში ვთამაშობთ და თამაში სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოედანზე აჩვენებენ იმას, რაც იციან, შექმნიან უფრო მეტ საგოლე შესაძლებლობას და ამ თამაშის მოგებას შევძლებთ.“

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | CIES-ის რეიტინგში კვარაც მოხვდა
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | CIES-ის რეიტინგში კვარაც მოხვდა