რეალი გონსალო გარსიას გაყიდვას გეგმავს
გონსალო გარსია, სავარაუდოდ, მადრიდის „რეალს“ დატოვებს. Athletic-ის ინფორმაციით, 22 წლის ფორვარდი კლუბის სამომავლო გეგმებში აღარ შედის.
სამეფო გუნდში მიიჩნევენ, რომ სხვა კლუბში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მას წაადგება, ამიტომ კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას ამჯობინებს.
ამავდროულად აღინიშნება, რომ „ბლანკოსი“ მომავალ ზაფხულს ენდრიკის ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირ შემოთავაზებას არ განიხილავს. 19 წლის ბრაზილიელმა „რეალის“ ხელმძღვანელობა საკუთარ მნიშვნელობაში უკვე დაარწმუნა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი „რეალის“ ღირსებას“ 2025 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ მისი კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი, Transfermarkt-ზე კი გონსალოს სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.