ალვარო არბელოა
Aa
Aa

მთელი ყურადღება ლიგაზე | არბელოას სჯერა, რომ ბაიერნს დაამარცხებენ

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბაიერნთან“ 1:2 წააგო. „ბლანკოსი“ განმეორებით მატჩს 15 აპრილს გამართავს და „თეთრების“ სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

The Athletic-ის ინფორმაციით, ალვარო ალბეროამ და მისმა ასისტენტებმა მეტოქის სათამაშო სტილის ანალიზს ძალიან დიდი დრო დაუთმეს. მათ შეიმუშავეს შეტევის წამოწყების ვარიანტი, რომელიც უფრო სწრაფ ტემპზე იქნება დაფუძნებული. თუმცა, ბრიტანული გამოცემის წყარო დასძენს, რომ მისი წყაროს მიხედვით, „ყველაფერს ფეხბურთელები გადაწყვეტენ.“

„რეალი“ შეეგუა, რომ ლა ლიგის ჩემპიონობის მოპოვების შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. მადრიდელებმა მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანეს და ხვდებიან, რომ მეორე წარუმატებელი სეზონი ასეთი გუნდისთვის სრული კატასტროფაა. სწორედ ამიტომ, ოთხშაბათს გასამართი მატჩი მათთვის უმნიშვნელოვანესია.

ცნობისთვის, ავტორიტეტული სტატისტიკური სააგენტო Opta, საკუთარ სუპერკომპიუტერზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ „რეალს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის მხოლოდ 16.32-პროცენტიანი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად ნახეთ, როგორც ითამაშა“ | სტარიჯის აზრით, ჩელსის კვარაცხელია უნდა ეყიდა
„კარგად ნახეთ, როგორც ითამაშა“ | სტარიჯის აზრით, ჩელსის კვარაცხელია უნდა ეყიდა