გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ოფიციალურად | გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა და ესპანეთის ჩემპიონატის ვებგვერდმა „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელზე მოკლედ დაწერა.

„გიორგი მიქაუტაძე თებერვალში ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. იგი გადამწყვეტი იყო ოთხ შეხვედრაში, რომლებიც ვილიარეალმა ესპანიოლთან, ხეტაფესთან, ლევანტესთან და ვალენსიასთან გამართა.

ვილიარეალის ვარსკვლავს, რომელიც გუნდმა ზამთარში გაიფორმა, 3-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, რამაც გუნდზეც მოახდინა გავლენა: ორი წაგება და ფრე. როგორც კი მან გოლების გატანა დაიწყო, გუნდიც გამარჯვებების გზას დაუბრუნდა, - წერს ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

თებერვალში ქართველმა შემტევმა სამი გოლი გაიტანა - 9 თებერვალს „ესპანიოლთან“, 14 თებერვალს „ხეტაფესთან“ და 18 თებერვალს „ლევანტესთან“. მიქაუტაძის გოლების სერია ლა ლიგის გასულ ტურში, „ვალენსიას“ წინააღმდეგ შეწყდა, თებერვალში კი „ვილიარეალი“ კიდევ ერთ მატჩს 28-ში, სტუმრად, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს ახლა უკეთეს ფორმაში ვხვდებით“ - ირის ანტმანი
„საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს ახლა უკეთეს ფორმაში ვხვდებით“ - ირის ანტმანი