Watford Observer: უოტფორდს გოგლიჩიძის სიმშვიდე და ლიდერის თვისებები აკლდა
ბრიტანული გამოცემა Watford Observer-ი „კრაზანების“ ქართველ ცენტრალურ მცველზე, საბა გოგლიჩიძეზე წერს. გამოცემის პროგნოზით, დღეს როგორც საბა გოგლიჩიძე, ისე გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში გამოვლენ.
რას წერს გამოცემა:
„საბა გოგლიჩიძე „ბრისტოლ სიტისთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს. მასთან ერთად ცენტრალური მცველების წყვილში მეტიუ პოლოკი ან ჯეიმს აბანკვა ითამაშებენ.
გოგლიჩიძემ ზედიზედ ორი მატჩი ძირითადში დაიწყო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა შემდეგ „იფსვიჩთან“ მატჩი გამოტოვა და გუნდს მისი სიმშვიდე და ლიდერის თვისებები აკლდა“.
ცნობისთვის, „უოტფორდი“ დღეს 23:55 საათზე „ბრისტოლ სიტის“ დაუპირისპირდება. 34 ტურის შემდეგ „კრაზანები“ 48 ქულით მე-12 ადგილზე არიან.