გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი - რაშმა მარგვეთი დაამარცხა
Aa
Aa

გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი - რაშმა მარგვეთი დაამარცხა

დასრულდა წარსულში ცნობილი ქართველი კალათბურთელის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი. ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი “რაში” გახდა, რომელმაც ფინალში ზესტაფონის “მარგვეთი” 5-ქულიანი სხვაობით, 80-75 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით ევან მილიგანი იყო, ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად კი მისი თანაგუნდელი ტრევორ ტომასი აღიარეს. მემორიალური ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში “ბათუმიდან” აკაკი დვალიშვილი, “დელტადან” ვატო წულეისკირი, “რაშიდან” ევან მილიგანი, “რუსთავიდან” მონტეს მატისი და “მარგვეთიდან” ჯეილენ ჰილი მოხვდნენ.

რამაზ გოგობერიშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 17 მატჩში პარკეტზე გატარებულ 349 წუთში 151 ქულა, 33 მოხსნა და 26 პასი დააგროვა. ჩემპიონები რამაზ გოგობერიშვილის შვილმა ნიკოლოზ გოგობერიშვილმა დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანისი ფიზიკურად უფრო ძლიერია, ვემბი კი...“ - მამუმ ანტეტოკუნმპო და ვემბანიამა შეადარა
„იანისი ფიზიკურად უფრო ძლიერია, ვემბი კი...“ - მამუმ ანტეტოკუნმპო და ვემბანიამა შეადარა