კრაიოვას უნივერსიტატია, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილის საგოლე პასით | კრაიოვას მნიშვნელოვანი გამარჯვება

რუმინეთის სუპერლიგის 29-ე ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ „მეტალოგლობუსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მესამე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - თავი ფლორინ პურეჩემ გამოიჩინა და პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმში ანზორ მექვაბიშვილის საგოლე პასით ადრიან რუსმა წონასწორობა აღადგინა, 79-ე წუთზე კი „მეტალოგლობუსის“ მცველმა, ომარ პაშაგიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1.

მექვაბიშვილის საგოლე პასი 

ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 7.6-იანი შეფასება დაიმსახურა (ყველაზე მაღალი „კრაიოვას“ ფეხბურთელებს შორის), მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 საგოლე პასი, 3 საკვანძო პასი, 83-დან 73 ზუსტი პასი (88%), 14-დან 3 ზუსტი ჩაწოდება, 7-დან 6 ზუსტი გრძელი პასი, 103 შეხება ბურთთან, 2 ვარდნა, 6-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა და 3-დან 3 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.

29 ტურის შემდეგ „კრაიოვა“ 59 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარ, ბუქარესტის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში მექვაბიშვილის გუნდი 4 მარტს „კლუჟს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად | გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა