ნეიმარი: "ოქროს ბურთის" მოგება მსურს"
"ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, France Football-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"ოქროს ბურთის" მოგება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ცხადია, ამას საუკეთესოდ თამაში სჭირდება და მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად საუკეთესო ფეხბურთელი მესია.
რა თქმა უნდა, ერთ დღეს ამ ჯილდოს მოგება მეც მსურს, თუმცა საჩქარო არაფერია".
ამის შემდეგ მას "პსჟ"-სთან წლევანდელ დაპირისპირებაზე დაეკითხნენ.
"ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა და იგი მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
როცა პარიზში მსაჯის საფინალო სასტვენი გავიგე, მაშინაც ვიცოდი, რომ ჩვენ სიტუაციის შემოტრიალება შეგვეძლო". - თქვა ნეიმარმა.