კლაასენი: "ჩვენ ტიტულის მოგება გვსურს"
ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტანმა, დევი კლაასენმა, "ლიონთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"მჯეროდა ჩემი თანაგუნდელების. იმ ბიჭების, რომლებმაც ამ თამაშშიც ყველაფერი გაიღეს.
მათ მეორე ტაიმში უკეთესად ითამაშეს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ დანარჩენი 3 ტაიმი ჩვენ ვდომინირებდით.
ფინალი განსაკუთრებული იქნება, სადაც ჩემი მეგობრის, დელი ბლინდის წინააღმდეგ ვითამაშებ. ჩვენ მხოლოდ ტიტულის მოგება გვსურს.
თუკი ჰოლანდიის ჩემპიონები გავხდებით, ეს ბონუსი იქნება. ამის შანსი მცირეა, თუმცა წინასწარ არასდროს იცი რა მოხდება". - თქვა კლაასენმა.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, სტოკჰოლმში, "ევროპის ლიგის" ფინალში, "აიაქსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.