გოგას გარეშე - ინდიანამ ჩიკაგოსთან წააგო
Aa
Aa

გოგას გარეშე - ინდიანამ ჩიკაგოსთან წააგო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიმდინარე სეზონში მე-20 შეხვედრა წააგო. გამთენიისას, ინდიანაპოლისელები „ჩიკაგო ბულსს“ სტუმრად დაუპირისპირდნენ და უშანსოდ დამარცხდნენ. „ჩიკაგო“ მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა. „ხარებმა“ პირველი ტაიმი 15 ქულით მოიგეს და უპირატესობის საფინალო სირენამდე შენარჩუნება არ გასჭირვებიათ. „ინდიანას“ მაქსიმუმი სხვაობის 7 ქულამდე შემცირება გახლდათ და საბოლოოდ, „პეისერსმა“ 105-113 წააგო.

„ბულსთან“ მატჩში, გოგა ბითაძეს სათამაშო დრო არ მიუღია. „ინდიანას“ კარის ლევერტმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. მაილს ტერნერს 19 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა. კრის დუარტემ 16 ქულა გააკეთა. საბონისის ანგარიშზე მორიგი ორმაგი დუბლია - 14 ქულა, 16 მოხსნა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დომანტასმა 17-დან მხოლოდ 5 ტყორცნა გამოიყენა.

„ჩიკაგოს“ 32 ქულით ზაკ ლავინმა ულიდერა. დემარ დეროზანს 24 ქულა ჰქონდა. ნიკოლა ვუჩევიჩმა კი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა, 15 მოხსნა, 2 დაფარება, 3 შედეგიანი გადაცემა.

ამრიგად, „ინდიანას“ 14 მოგება და 20 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 30 დეკემბერს გამართავს და „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე პასი - ქვილითაიას კარგი მატჩი ომონიასთან
გოლი და საგოლე პასი - ქვილითაიას კარგი მატჩი ომონიასთან