Aa
Aa

"ერთად საქართველოსთვის!" - კახი კახიაშვილის ემოციური განცხადება

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლეგენდარული კახი კახიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონმა 2021 წელი შეაფასა და გულშემატკივრებს შობა - ახალი წელი მიულოცა.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ერთად საქართველოსთვის!

ბოლო წლების განმავლობაში ეს ის მოწოდება გახდა რომლის გვწამს და გვჯერა. ამ დევიზით გავაგრძელებთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ღირსების დაცვას.

ამ მოწოდების სანაცვლოდ წელსაც მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. საქართველოს ძალოსანთა გუნდმა საერთაშორისო ასპარეზზე 75 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა, საიდანაც 2 ლაშა ტალახაძისა და ანტონ პლესნოის ოლიმპიური მედლებია!

აღსანიშნავია, რომ წლის ბოლო სიხარული ქართველ გულშემატკივარს სწორედ ძალოსნებმა მოუტანეს. გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვა და ლაშა ტალახაძემ 2021 წელი საქართველოს ჰიმნით დააგვიგრვინა!

მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს - სპორტის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ოლიმპიურ კომიტეტს, სპონსორს- საქართველოს რკინიგზას. მადლობა გულშემატკივარს.

თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ნაკრების მთავარ მწრთვნელს, ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს და რეკორდსმენს , საქართველოს დამსახურებულ მწრთვნელს გიორგი ასანიძეს, მის თანაშემწეებს , დამსახურებულ მწრთვნელებს:-ავთანდილ გახოკიძეს და გია ცირეკიძეს. ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს მართლაც რომ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.

მადლობა შესანიშნავი წლისთვის ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებს , რომლებმაც რეკორდული რაოდენობის, 28 მედალი მოიპოვეს, მადლობა მთავარ მწვრთნელს ზურაბ ანთაურს, მის თანაშემწეებს ბეჟან ჭიჭინაძეს, დათო ხარატაშვილს, თემურ ჯანჯღავას, რომელიც ამავდროულად ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა და წელს გოგონებმაც უპრეცედენტო, ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს.

მადლობა იუნიორ ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს მალხაზ ლომთაძეს და მის თანაშემწეებს ილია თვალოძესა და გიორგი გაბრიჭიძეს.

მადლობა ექიმების და რეაბილიტაციის ჯგუფის წევრებს:- ზურაბ კახაბრიშვილს, გიორგი ჭინჭარაულს, რუსლან ღიბრაძეს. მადლობა მსაჯთა კოლეგიას და საერთაშორისო არბტიტრს კობა ობოლაშვილს დაუღალავი შრომისთვის. მადლობა თოთოეულ მწვრთნელს, რომელიც მომავალ თაობებს გვიზრდიან.

მადლობა ფედერაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს:- რუსკა მურადაშვილს, დავით ყიფშიძეს, ნოდარ სირბილაშვილს, თამაზ ბაქანიძეს, პაატა ხიზანაშვილს, გურანდა გურასაშვილს, ლევან ხუზაურაშვილსა და ეკა კიკნაძეს

მადლობა სადისციპლინო კომიტეტის წევრებს : თამაზ ლაშხს, კახა მისირელს, გიორგი გაბრიჭიძეს, ზურაბ კახაბრიშვილს და ირაკლი თურმანიძეს.

მადლობა მწვრთნელთა ლიცენზირების კომიტეტის წევრებს: კობა ობოლაშვილს, ზურაბ ანთაურს და გია ცირეკიძე.

რა თქმა უნდა მადლობა თითოეულ სპორტსმენს, რომელმაც თავი არ დაზოგა და 2021 წელს თითოეულ ჩვენგანს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

და ბოლოს მადლობა სპორტულ მედიას, რომელთაც ქართველი ძალოსნების წარმატებები გააშუქეს.

2021 წელი სავსე იყო სიხარულით, თუმცა იყო სამწუხარო დღეებიც. ძალოსნობას დააკლდა ორი უდიდესი ადამიანი შოთა ბუაძისა და ვანო გრიქუროვის სახით, რომელთა ღვაწლიც უდიდესია ქართული ძალოსნობის წინაშე.

ძალოსნობა, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობა 2021 წელს დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ჩვენ ვიზიარებთ IOC - ის რეკომენდაციებს.

წინ 2022 წელია, ახალი წარმატებებისა და გამოწვებების წელი.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

კახი კახიაშვილი-საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი სპორტსმენები გემბლინგის კანონპროექტს აპროტესტებენ
ქართველი სპორტსმენები გემბლინგის კანონპროექტს აპროტესტებენ