ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც ზამთარში რუსეთს დატოვებენ - ხვიჩა რჩეულთა შორისაა
Aa
Aa

ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც ზამთარში რუსეთს დატოვებენ - ხვიჩა რჩეულთა შორისაა

რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა, Sportkp.ru-მ რუსეთის პრემიერ ლიგის ტოპ 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ადგილობრივ ჩემპიონატს დატოვებენ. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ საუკეთესო ხუთეულში „რუბინის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ.

„რუბინის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დიდი ხანია, რუსული სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე გემრიელ ლუკმად ითვლება. ჭორებს თუ დავუჯერებთ, მასზე ევროპული ფეხბურთის თითქმის ყველა სუპერ კლუბი ნადირობს, მაგრამ ბარსელონასა და იუვენტუსის მსგავსი გუნდებისგან რეალური წინადადება ჯერ არ ყოფილა. სამაგიეროდ, ამ ზამთარში, ხვიჩა შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს.

ნისლიან ალბიონზე წერენ, რომ კვარაცხელიათი პრემიერ ლიგის მინიმუმ სამი კლუბი ინტერესდება - ევერტონი, ვესტ ჰემი და საუთჰემპტონი, ტრანსფერთან ყველაზე ახლოს კი ევერტონია, რადგან კლუბს რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვთან მჭიდრო კავშირი აქვს“, - წერს რუსული ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით, გუშინ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Football Insider-მა დაწერა, რომ „ვესტ ჰემმა“ პირველი ნაბიჯი გადადგა და „კვარას“ ტრანსფერის საკითხზე „რუბინს“ დაუკავშირდა. გამოცემის მიხედვით, რუსული კლუბი ხვიჩას სანაცვლოდ დაახლოებით 13 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საკუთარ თავში ჩავიკეტე და არსად გავდიოდი
„საკუთარ თავში ჩავიკეტე და არსად გავდიოდი" - ჯოჯუამ UFC-ის დატოვებაზე ისაუბრა