მაკედონიის მწვრთნელი: ,,თანამედროვე ფეხბურთში ადვილი მეტოქე არ არსებობს
Aa
Aa

მაკედონიის მწვრთნელი: ,,თანამედროვე ფეხბურთში ადვილი მეტოქე არ არსებობს"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მომავალი, 2022 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება.  ჩვენი გუნდი 2022 წლის მარტში შეიკრიბება და ამხანაგურ შეხვედრას გამართავს (მეტოქე ჯერჯერობით, ცნობილი არ არის), ხოლო იქამდე, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის შესახებ გავიგეთ.

საბოლოოდ, წილისყრამ გამოარკვია, რომ ჩვენი ნაკრები C ლიგის მე-4 ქვეჯგუფში ითამაშებს:

გიბრალტარი, საქართველო, ჩრდილოთ მაკედონია, ბულგარეთი;

ერთა ლიგის წილისყრას ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბლაგოი მილევსკი ლაკონურად გამოეხმაურა:

ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით, რადგან თანამედროვე ფეხბურთში გამარჯვების ქულებს წინასწარ ვერავისთან დაგეგმავ და არც ადვილი მეტოქე არსებობს.

ბოლო დროს ჩვენ საქართველოს ნაკრებს არაერთხელ დავუპირისპირდით, ხოლო ბულგარეთზე შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი, რომელმაც იტალიასთან ფრე ითამაშა, სუსტი ვერ იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთა ლიგა უცხო არ არის. მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დასრულებული ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრა კარგად ნაცნობი ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ, დინამო არენაზე, მინიმალური სხვაობით დათმო (0-1) და ევრო 2020-ზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაააკლდა.

მას შემდეგ მეტოქის რიგებში ბევრი რამ მოხდა - ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩრდილოთ მაკედონიასა და ნიდერლანდებს შორის (0-3) ბოლო იყო ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრების კაპიტნის, გორან პანდევისთვის, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც - იგორ ანგელოვსკიმ, რომელიც გუნდს ემოციურად დაემშვიდობა, ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში დინამო არენაზე, იგორ ანგელოვსკის ჩრდილოთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრებს სწორედ გორან პანდევის ერთადერთი გოლით (0-1) აჯობა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის C ჯგუფში ადგილი წაართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროლიგამ შენგელია მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შეიყვანა
ევროლიგამ შენგელია მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შეიყვანა