პრინცმა ჩარლზმა ლუის ჰემილტონი რაინდად აკურთხა
Aa
Aa

პრინცმა ჩარლზმა ლუის ჰემილტონი რაინდად აკურთხა

ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს ლუის ჰემილტონს ოფიციალურად რაინდის წოდება მიენიჭა. ოთხშაბათს უინძორის ციხესიმაგრეში პრინცმა ჩარლზმა ცერემონიას უმასპინძლა.

მერსედესის პილოტმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი და სერ-ის წოდება 2020 წლის ნოემბერში მეშვიდე ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ მიიღო, მაგრამ საპატიო ცერემონია მხოლოდ ახლა შედგა.

2008 წლიდან ჰამილტონი ასევე არის ბრიტანეთის იმპერიის (MBE) წევრი. ორდენის ეს ტიტული მან ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვების შემდეგ მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ ჰემილტონი ფორმულა 1-ის პილოტებს შორის მე-4 რაინდია. ადრე ტიტული ჯეკ ბრებემს (1979), სტირლინგ მოსს (2000) და ჯეკი სტიუარტს (2001) ერგოთ.

შეგახსენებთ, რომ ლუის ჰემილტონი 2021 წლის სეზონში მერვე და სარეკორდო ჩემპიონობასთან ახლოს იყო, მაგრამ დასკვნით ეტაპზე აბუ დაბიში პირველი ადგილი და ტიტული „რედ ბულის“ პილოტ მაქს ფერსტაპენთან ბრძოლაში დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2977 სამ ქულიანი - კარიმ რეი ალენს გადაასწრო და ისტორია დაწერა
2977 სამ ქულიანი - კარიმ რეი ალენს გადაასწრო და ისტორია დაწერა