ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "ატლეტიკოსთან" 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. 3 გოლი გავიტანეთ და არ გავუშვით, თუმცა წინ საპასუხო თამაშია. სანამ მსაჯის სასტვენს არ გაიგებ, ბრძოლაა საჭირო, რადგან არ იცი რა შეიძლება მოხდეს. 

შეგვიძლია ბედნიერი ვიყოთ იმით, რომ ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. მე მათით ვამაყობ. 

ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, რადგან როცა ასეთი მოთამაშეები გყავს, მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვი. ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია". - განაცხადა ზიდანმა. 

საპასუხო მატჩი, "ვისენტე კალდერონზე", 10 მაისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები