კიდევ რა საუკუნოვანი რეკორდის დამყარება შეუძლია რონალდუს?
მადრიდის "რეალის" სუპერსტარი რეკორდს რეკორდზე ამყარებს და თითქმის თამაში არ გავა, მან რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ დააფიქსიროს.
კრიშტიანუს აქვს შანსი მიმდინარე ტურნირზე გოლებით მესის გადაასწროს და ბომბარდირი გახდეს, რაც ზედიზედ მეხუთედ მოხდება. ასეთი მაჩვენებელი კი აქამდე არავის ჰქონია.
მესი "ჩემპიონთა ლიგის" საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ 4 სეზონის განმავლობაში ხდებოდა - 2008-09, 2009-10, 2010-11, 2011-12.
მას შემდეგ რონალდუ პირველობას არავის უთმობს და დიდია ალბათობა ამ მხრივ ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწეროს, რადგან რთული წარმოსადგენია რომელიმე ფეხბურთელმა ამაზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება მოახერხოს.
მიმდინარე "ჩემპიონთა ლიგაზე" მესის 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო რონალდუს - 10.
ასევე შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოსთან" გატანილი 3 გოლის წყალობით იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფის შეხვედრებში 50 და მეტი გოლის გატანა შეძლო.