ხუთგოლიანი ტრილერი ქობულეთში - სამგურალი ფინალში გავიდა
Aa
Aa

ხუთგოლიანი ტრილერი ქობულეთში - სამგურალი ფინალში გავიდა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ფინალისტი ქობულეთში გამოვლინდა.

დაძაბულ ნახევარფინალურ შეხვედრაში „შუქურამ“ წყალტუბოს „სამგურალთან“ ანგარიშით 2:3 წააგო. წყალტუბოელები თასის ფინალში ისტორიაში მესამედ, ხოლო ზედიზედ მეორედ გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართა და მინდვრის საფარი წყლით იყო გაჟღენთილი, რაც ფეხბურთელებს თამაში ხელს უშლიდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის 68-ე წუთზე გათამაშებული საჯარიმო დარტყმა ალექსანდრე ვერულიძემ გამოიყენა და „სამგურალი დააწინაურა. 77-ე წუთზე სტუმრების მეკარემ მაქსიმე ქვილითაიამ შეცდომა დაუშვა და ამგარიში ბექა ვერულიძემ გაათანაბრა. 84 წუთზე გიორგი გაფრინდაშვილმა მასპინძლები წინ გაიყვანა. მალევე ნიკა ჭანტურიამ საკუთარ კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:2 გახადა. 89-ე წუთზე კი პაპუნა ფონიავას შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მეორე მახევარფინალური დაპირისპირება დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემა დამნაშავედ ცნეს - 1-წლიანი პირობითი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა
ბენზემა დამნაშავედ ცნეს - 1-წლიანი პირობითი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა