მორიგი აღიარება: მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
''სერენის'' 21 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Elevensportsbe ყოველი ტურის შემდეგ სიმბოლურ გუნდს აქვეყნებს, მე-15 ტურში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა, მან ლევან შენგელიას ''ლიოვენთან'' გოლი და საგოლე პასი შეასრულა, მისი დახმარებით ''სერენმა'' გასვლით შეხვედრაში გაიმარჯვა (1:3).
ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ 9 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით 11 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
15 ტურის შემდეგ 18-გუნდიან ჩემპიონატში ''სერენი'' 16 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე ფრანგული ''მეცის'' საკუთრებაა, მიმდინარე სეზონი ლიგა 1-ში დაიწყო, თუმცა გასული სეზონის მსგავსად მიმდინარე სეზონშიც ''სერენში'' გაანათხოვრეს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკის ფონზე შესანიშნავად ასპარეზობს, ძალიან პროდუქტიულია, რაც მის მიმართ უფრო ძლიერი კლუბების მხრიდან ინტერესის გაზრდაში უნდა აისახოს.