მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა
მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა და რადგან სანაკრებო თამაშები დასრულებულია, შესაბამისად, წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება.
20 ნოემბერს არანხუესში ფიჯისთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ (15-15), ბორჯღალოსნებმა 0,29 სარეიტინგო ქულა მიიღეს.
2021 კალენდარული წლის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა 8 თამაში გამართეს – რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოიგეს ხუთივე და ტურნირის გამარჯვებულები მეცამეტედ გახდნენ. ერთი ფრედ დაასრულეს (ფიჯისთან) და დათმეს ორი – მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, პრეტორიაში (9-40) და საფრანგეთთან, ბორდოში (15-41).
1. სამხრეთ აფრიკა – 90,61
2. ახალი ზელანდია – 88,75
3. ინგლისი – 87,83
რეიტინგში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, რომელმაც ,,ოლ ბლექსის'' მარცხებით ისარგებლა.
ევროპულ ნაკრებებს წარმატებული ნოემბერი ჰქონდათ და მათ რეიტინგში სამხრეთელები შეავიწროვეს, თუმცა პირველობა ჯერ ვერ ჩამოართვეს.
მომზადებულია რაგბის კავშირის მიხედვით