გოლი და საგოლე პასი - ვოლკოვის ბრწყინვალე სერია გრძელდება
Aa
Aa

გოლი და საგოლე პასი - ვოლკოვის ბრწყინვალე სერია გრძელდება

აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ''ზირას'' ფორვარდმა დავით ვოლკოვმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდის გუნდმა შინ ''საბაილი'' 3:1 დაამარცხა.

დავით ვოლკოვმა სამივე გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, 23-ე წუთზე იაქტიურა, შეტევა განავითარა და გისმატ ალიევმა გოლით დაასრულა.

47-ე წუთზე ვოლკოვმა ანგარიში გახსნა, მისთვის დამახასიათებელ სტილში საკმაოდ მაღლა ახტა და თავით გაიტანა.

74-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ვოლკოვმა იაქტიურა, მეტოქის მცველი ჩამოიშორა, საჯარიმოში შეიჭრა და საგოლე პასი შეასრულა.

სტუმრებმა ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე შეაგდეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:1.

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი შეაგდო, ის აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, უშუალო კონკურენტს 3 გოლით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

ამ ეტაპზე ''ზირა'' 19 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ''ყარაბაღს'' 7 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დავით ვოლკოვი ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. 26 წლის მოთამაშის დებიუტი შვედეთთან შედგა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა, შემდეგ კი მისი გოლით სანიოლის გუნდმა უზბეკეთი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ“, - გუცაევი აქტუალურ თემაზე
„ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ“, - გუცაევი აქტუალურ თემაზე