„კაპიტნის სამკლავურს არ იმსახურებდა“ - როთენმა მბაპე გააკრიტიკა
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გულშემატკივარს ჟერომ როთენი თავს უფრო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ამახსოვრებს, ვიდრე ამას ფეხბურთელობის პერიოდში აკეთებდა. როგორც იცით, პსჟ-ის და „მონაკოს“ ყოფილი ნახევარმცველი ამჟამად ერთ-ერთ ტელეარხზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს და ხშირ შემთხვევაში კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც როტენს ესპანეთთან (4:5) წაგებულ მატჩში საფრანგეთის ნაკრების თამაშის შეფასება სთხოვეს.
რას ამბობს როთენი
კილიან მბაპესთვის კაპიტნის სამკლავურის მიცემა თავიდანვე დიდი შეცდომა იყო. 2024 წლის შემოდგომაზე, როდესაც მას „სამფეროვნებში“ არ იძახებდნენ, დიდიე დეშამს თავისუფლად შეეძლო მისთვის ეს წოდება ჩამოერთმია და ახალი კაპიტანი დაენიშნა, რითაც დიდ ტვირთს პირველ რიგში თავად მბაპეს მოხსნიდან მხრებიდან.
ის საერთოდ არ არის პრობლემა დაცვას ეხმარება თუ არა კილიანი, რადგან ამის კომპენსირებას შეტევაში გამოჩენილი საოცარი ძალისხმევით ახდენს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ ძალისხმევასაც არ იჩენდა და როგორცკი ბურთს ის, ან მისი გუნდი დაკარგავდა, იდგა და არ დარბოდა.
ესპანეთთან კილიანი სულ სხვანაირი, მოტივირებული და მოძრავი ვიხილეთ, რომელიც მეტოქე გუნდის მცველებს საოცრად აპრესინგებდა და ამის თავისი გუნდისთვის ბურთის მოპოვებას ახერხებდა. თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ სათამაშო რგოლები ერთმანეთისგან მოწყვეტილი გახლდათ, რის გამოც საფრანგეთის ნაკრებმა ხუთი ბურთი გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ მბაპემ ესპანელებთან თამაშში გოლი და საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ლამინ იამალთან ბოლო ექვსი პირადი დაპირისპირებიდან მეექვსე წააგო.