ბარტონი ტოტალიზატორში თამაშის გამო ფეხბურთიდან მოკვეთეს!
"ბარნლის" ნახევარმცველი, ჯოი ბარტონი, ინგლისური ფეხბურთის ასოციაციამ ფეხბურთიდან 18 თვით მოკვეთა.
ამის მიზეზი ტოტალიზატორში თამაშია. იგი ფსონებს "მანჩესტერ სიტიში", "ნიუკასლსა" და "ქპრ"-ში თამაშის დროს აკეთებდა.
ამასთანავე, 34 წლის ბარტონი 30 ათასი გირვანქა-სტერლინგით დააჯარიმეს.
მისი ასაკის გათვალისწინებით, უხიაგი ხასიათის მქონე ჯოის, დიდი ალბათობით, კარიერის დასრულება და სხვა საქმის მოძებნა მოუწევს.