გია ცეცაძე ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელია
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი სამტრედია მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, დღეს კი ქუთაისის ტორპედომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იმერულ კლუბს სწორედ გამოცდილი სპეციალისტი უხელძღვანელებს.
მოგეხსენებათ, გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი იყო, ჩხეტიანი გუნდში 2016/2021 წლებში მუშაობდა, ამ დროში მან საქართველოს ჩემპიონატი, თასი (2) და სუპერთასი (2) მოიგო.
ტორპედოს ახალი მფლობელი ჰყავს - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მეორე აუქციონზე ერთადერთი დაინტერესებული მხარე აღმოჩნდა და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ინფორმაციით, კახა ჩხეტიანმა გუნდი ბოლო დროს ნაჩვენები არადამაკმაყოლებელი შედეგების გამო დატოვა.
ფოტო: ტორპედო
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტური რჩება. ტორპედოს 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.