Aa
Aa

"ქინქლაძე, გთხოვ გადაეცით ხვიჩას, რომ მანჩესტერ სიტის შეუერთდეს"

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგმა სანაკრებო პერფორმანსმა ფეხბურთის გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. სოციალურ ქსელებში ქართველი ტალანტის თამაშით მხოლოდ ქართველები როდი იღებენ სიამოვნებას.

შვედეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩამ ტვიტერი კიდევ ერთხელ ააფეთქა და ძალიან ბევრი გვერდი, უამრავი ქომაგი მის შესახებ საუბრობდა.

გთავაზობთ ქომაგების მიერ ხვიჩას მიმართ გამოთქმულ საინტერესო მოსაზრებებს:

„ის თამაშობს არიენ რობენის მსგავსად, ოღონდ მარჯვენა ფეხით. ამ ბავშვს ნათელი მომავალი ელის“.

„თუ, ის მომავალში ღირსეული მოთამაშე გახდება, მას სახელი უნდა გადავარქვათ, რათა მისი გახსენება შევძლოთ“.

„მე მას თვალს ესპანეთთან მატჩის შემდეგ ვადევნებ. რა მაგარი ფეხბურთელია“.

„უზარმაზარი ნიჭი. ქინქლაძის მსგავსად“.

„სახელი ხვიჩა კვარაცხელია - გირჩევთ ეს დაიმახსოვროთ“.

„ის მსოფლიოში საუკეთესოა, ამას უკვე თვეებია ვამბობ“.

„გამარჯობა გიორგი ქინქლაძე, გთხოვ გადაეცით ხვიჩა კვარაცხელიას, რომ მანჩესტერ სიტის შეუერთდეს. სასურველია რაც შეიძლება სწრაფად“.

„ვიღაცამ აუცილებლად უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ხვიჩა კვარაცხელიას გასაფორმებლად.

საუკეთესო რამ საქართველოდან, ამ ღვინის შემდეგ“.

„თითოეულ თქვენგანს ვეუბნებოდი, რომ კვარაცხელია საუკეთესო ახალგაზრდა გარემარბია. შეუშვით ეს აზრი თქვენს ტვინში“.

„ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ უბიძგა. მარბელაში მისთვის სახლია საჭირო, ახლავე. სხვათა შორის ის დიდებული მოთამაშეა“.

„იმედია არ გამოტოვეთ, რაც დონ ხვიჩა კვარაცხელიამ შვედეთის წინააღმდეგ აჩვენა. 20 წლის ჯადოქარმა შვედები გაანადგურა. თუ გნებავთ, მის ბორტზე ადგილები ჯერ კიდევ არის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იბრას ნაცვლად სცენა ხვიჩამ დაიკავა
„იბრას ნაცვლად სცენა ხვიჩამ დაიკავა" - იტალიელი ჟურნალისტის სტატია კვარაზე