პრობლემა გერმანიის ნაკრებში - 5 ფეხბურთელი იზოლაციაშია
Aa
Aa

პრობლემა გერმანიის ნაკრებში - 5 ფეხბურთელი იზოლაციაშია

საფეხბურთო სამყაროში სანაკრებო ბატალიების დროა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის გერმანიის ნაკრები ემზადება, თუმცა ჰანსი ფლიკის გუნდს პრობლემები შეექმნება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, „ბუნდეს ნაკრების“ 5 ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია გადასული. ამის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, კორონავირუსია. ცნობილი ხდება, რომ კოვიდ ინფექცია „ბაიერნის“ უკანახაზელს ნიკლას ზიულეს აღმოჩნდა.

იზოლაციაში მყოფ 4 ფეხბურთელს პირველადი ტესტის შემდეგ პასუხი უარყოფითი მოუვიდათ, თუმცა ნაკრებთან ერთად ჯერჯერობით მაინც არ ვარჯიშობენ. უცნობია, თუ რომელი მოთამაშეები არიან თვითიზოლაციაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უახლოეს დღეებში ლიხტენშტეინს და სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 11 ნოემბრით თარიღდება და ჰანსი ფლიკის შეგირდები „ვოლფსბურგ“ არენაზე ლიხტენშტეინს უმასპინძლებენ, ხოლო 15 ნოემბერს სომხეთში გაემგზავრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები