პერვუხინი ხურციძეს:''ქართულ მხარეს საკითხის მოგვარებაზე არ უფიქრია''
Aa
Aa

პერვუხინი ხურციძეს:''ქართულ მხარეს საკითხის მოგვარებაზე არ უფიქრია''

რაგბიში ''შავი ლომისა'' და ''ენისეის'' შეხვედრა, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, რუსეთში მოქმედი კოვიდშეზღუდვების გამო გადაიდო. ამ თემაზე განცხადება საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ გააკეთა. მოგვიანებით მას ''ენისეის'' მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა უპასუხა. მისი კომენტარი Rugger.info-მ გაავრცელა.

''ქართული ფრენჩაიზი ისრაელის მსგავსად რუსეთშიც ერთი კვირა უნდა ყოფილიყო. რატომ არ შეეძლოთ მატჩის ჩატარების ადგილზე დროულად გამოცხადება? ეს კითხვა ბაჩო ხურციძესთან მაქვს. ქართულ მხარეს თურქეთის გავლით სოჭში ჩამოფრება შეეძლო, იქიდან კი სტაბილურად ორი რეისი სრულდება ხოლმე.

საუბარი იყო, რომ შეხვედრა 31 ოქტომბერს გამართულიყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბილეთები უნდა გაგვეუქმებინა და ახალი ბილეთები შეგვეძინა. პლუს, კრასნოიარსკში კიდევ ერთი დღით ცხოვრების ხარჯები უნდა დაგვეფარა. ფინანსური მხარე ვინმემ გაითვალისწინა? ამაზე ვინმე დაფიქრდა?

ჩემი აზრით ქართულმა მხარემ რუსეთში ჩამოსვლაზე მას შემდეგ თქვა უარი, როცა ''ლოქდაუნი'' გამოცხადდა. მათ არ უფიქრიათ პრობლემის მოგვარებაზე, ალტერნატიული გზის მოძებნაზე''.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს რაგბის კავშირმა ბაჩო ხურციძის კომენტარი გაავრცელა.

სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა და დილით ჩანიშნული ჩარტერული რეისი ვერ შედგა. საქმეში ჩავრთეთ რაგბი ევროპა, რუსეთის რაგბის კავშირი და დღის ბოლოს ჩარტერული რეისის განხორციელების შესაძლებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოთამაშეთა კეთილდღეობიდან გამომდინარე თამაშის კვირისთვის გადადება მოვითხოვეთ, რაზეც ენისეი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ დაგვთანხმდა. რაგბი ევროპასთან ერთად ვიმუშავებთ და გადავწყვეტთ როდის ჩატარდება ეს შეხვედრა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები