''შეძლებენ ლობჟანიძე და ჰატაისპორი სენსაციური ამბავის ბოლომდე მიყვანას?''
FIFA-ს ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში საბა ლობჟანიძის გუნდის, ''ჰატაისპორის'' შესახებ საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით კლუბი 2007-08 წლებში სამოყვარულო ლიგაში დაქვეითდა, 2019-20 წლების სეზონში კი ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში აღზევდა.
''შეძლებენ საბა ლობჟანიძე და ''ჰატაისპორი'' სენსაციური ამბავის ბოლომდე მიყვანას?''
????️ 2007/08: Relegated into the Turkish amateur leagues.
— FIFA.com (@FIFAcom) October 30, 2021
????️ 2019/20: Promoted into the Super Lig for the first time in their history.
????️ 2021/22: Title challengers.
⭐️ Can Saba Lobzhanidze and Hatayspor complete a sensational story?
???? @Hatayspor_FK pic.twitter.com/jkVtR3vgjv
2021-22 წლების სეზონში ''ჰატაისპორი'' სუპერლიგაში მეორე ადგილზეა და საწყისი 11 ტურიდან გამომდინარე ტიტულისთვის ბრძოლის რეალური შანსი აქვს.
შეგახსენებთ, სუპერლიგის მე-11 ტურში საბა ლობჟანიძის გოლით ''ჰატაისპორმა'' ''ბეშიქთაში'' დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მე-6 წუთზე შეაგდო, თუმცა უნდა ითქვას, რომ გოლის შექმნაში მთავარი ფიგურა ელ ქააბი იყო, მისი კარგი ასპარეზობის შემდეგ საბამ ცარიელ კარში გაიტანა.
26 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში სუპერლიგის 10 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.