ყველაფერი შეთანხმებულია - დინ ჰაისენი მადრიდის რეალში ითამაშებს
ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალი ახალ ტრანსფერს განახორციელებდა.
საუბარი დინ ჰაისენის გადაბირებაზეა. როგორც ცნობილი გახდა, გუნდებს შორის შეთანხმება შედგა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იწყება, რომ მადრიდის რეალი და ბორნმუთი შეთანხმდნენ. სამეფო კლუბი ინგლისურ გუნდს 50 მილიონ ევროს გადაუხდის.
დღეს, დინს ბლანკოსმა კონტრაქტი გაუგზავნა და ფეხბურთელის გარემოცვამ ყველაფერს მწვანე შუქი აუნთო. სულ მალე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
ცნობისთვის, დინ ჰაისენის დაბადების ადგილი ნიდერლანდებია და ასაკობრივი ნაკრებებიც სწორედ ნიდერლანდებში გაიარა, თუმცა შემდეგ, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ფურია როხაში ჰქონდა დებიუტი.