ბოსნიის თასი - გულიაშვილი და გორდეზიანი ჩემპიონები არიან
ბოსნიის თასის 2-მატჩიანი ფინალი დასრულდა. სარაევო, გიორგი გულიაშვილი და ვასილიოს გორდეზიანი ჩემპიონები არიან.
განმეორებითი დაპირისპირება სარაევომ სიროკისთან წააგო, თუმცა პირველი შეხვედრა 4:0 ჰქონდა მოგებული.
განმეორებით მატჩში, გორდეზიანი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა შესვენებაზე შეცვალეს.
რაც შეეხება გულიაშვილს, ის სწორედ შესვენებაზე გამოვიდა და მსგავსად გორდეზიანისა, მინდორზე 45 წუთი დაყო.
შეგახსენებთ, რომ გულიაშვილს შესანიშნავი სეზონი აქვს. ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.