დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

შახტარმა უკრაინის თასი მოიგო - აზაროვს არ უთამაშია

უკრაინის თასის ფინალში დონეცკის შახტარი კიევის დინამოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა.

90 წუთი 1:1 დასრულდა და მატჩში დამატებითი ტაიმები დანიშნა, თუმცა 120 წუთი ისე გავიდა, რომ ტაბლოზე კვლავ 1:1 ფიქსირდებოდა.

პენალტების სერიაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რადგან ბოლო მომენტამდე ფეხბურთელები ზუსტად ურტყამდნენ.

იმ დროს, როდესაც ანგარიში 6:5 იყო, კარავაევმა პენალტი გააფუჭა და დონეცკელებმა მატჩი მოიგეს. შახტარმა უკრაინის თასი ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია. სამწუხაროდ, ირაკლი აზაროვს აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ვალენსიას ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ვალენსიას ფეხბურთელების შეფასება