მსოფლიო ჩემპიონატი - დარბაიძემ მეტოქე იოლად დაამარცხა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - დარბაიძემ მეტოქე იოლად დაამარცხა

ბელგრადში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე ნოდარ დარბაიძე მომდევნო ეტაპზე გავიდა. 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოკრივემ უკრაინელი მეტოქე ოლექსანდ კორნივი იოლად დაამარცხა.

მეორე ეტაპზე ჩვენი ნაკრების წევრი ეკვადორელ ლუის დელგადოს დაუპირისპირდება. აღნიშნული ბრძოლა 1 ნოემბერსაა ჩანიშნული.

დღესვე სერბულ რინგზე გიორგი ჭიღლაძე ლუქსემბურგერ ერპელდინგ მიჩელს შეხვდება, ხოლო გიორგი ხარაბაძე ძალებს ტაიპელ ჩია-ვეი კანთან მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლაშა გურულმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიის მოკრივემ ბაჰამის კუნძულების წევრს რაშიდ ვილიამსს იოლად მოუგო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები