მსოფლიო ჩემპიონატი - ლაშა გურულის იოლი გამარჯვება
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ლაშა გურულის იოლი გამარჯვება

ბელგრადში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა გურული შემდეგ ეტაპზე გავიდა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიის მოკრივემ მეტოქე ბაჰამის კუნძულებიდან რაშიდ ვილიამსი იოლად დაამარცხა.

მეორე ეტაპზე ჩვენი ნაკრების კაპიტანი სლოვაკ მოკრივეს მიქაელ ტაკაჩს დაუპირისპირდება. აღნიშნული ბრძოლა 28 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ლაშა გურულის გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე სახილ ალახვერდოვი (48 კგ), ნოდარ დარბაიძე (51კგ), არტიუშ გომციანი (60 კგ), გიორგი ხარაბაძე (75 კგ), არტიომ იორდანიანი (86 კგ) და გიორგი ჭიღლაძე (92 კგ) იასპარეზებენ.

დღეს კი სერბულ რინგზე გიორგი ჭიღლაძე ლუქსემბურგერ ერპელდინგ მიჩელს დაუპირისდება, გიორგი ხარაბაძე ტაიპელ ჩია-ვეი კანს შეხვდება, ხოლო ნოდარ დარბაიძე ძალებს უკრაინელ ოლექსანდ კორნივთან მოსინჯავს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები